როცა შენი მკვლევარი ახალდაფუძნებულ პარტიაზე 18 პროცენტს მოგიტანს, ჩაატარებ ბრიფინგს ყოველდღე, - ამის შესახებ პარტია „ახალის“ თანადამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ ტვ პირველის გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.
გვარამიას თქმით, "ოცნების" ლიდერებს შიდაპარტიული კვლევა უჩვენებს, რომ "ახალს" მაღალი რეიტინგი აქვს და ამის ეშინიათ.
როცა შენი მკვლევარი ახალდაფუძნებულ პარტიაზე 18 პროცენტს მოგიტანს, ჩაატარებ ბრიფინგს ყოველდღე. ყველა თემაზე „ახალია“ მთავარი და ენმ-სთან კავშირიც - სულ ელოდებიან, რომ დავიწყებთ მტკიცებას, რომ არ ვართ ენმ, საერთოდ არც ვლაპარაკობთ ამ თემაზე, არც გვაღელვებს. წარსულში ჩარჩენილი „ქართული ოცნების“ ერთადერთი დანიშნულება არის იარლიყების მიწებება,“ - ამბობს გვარამია.