ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს თიაქრის ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა.
ამის შესახებ The Times of Israel იერუსალიმის საავადმყოფო ჰადასზე“ დაყრდნობით იუწყება.
კლინიკის ქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელის თქმით, 74 წლის ნეთანიაჰუ თავს კარგად გძნობს.
პრემიერ-მინისტრის ადმინსტრაციის ცნობით, ნეთანიაჰუს თიაქარი გეგმიური შემოწმების შემდეგ აღმოუჩინეს.
ნეთანიაჰუს არყოფნის პერიოდში პრემიერის მოვალეობას იუსტიციის მინისტრი არივ ლევინი შეასრულებს.