ხარკოვის ოლქის ზმიევსკის რაიონზე კვირას განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, 5 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ უკრაინული მედია ხარკოვის სამხედრო გარნიზონის მეთაურზე სერჰი მელნიკზე დაყრდნობით ავრცელებს.
„დღის განმავლობაში მტერმა სარაკეტო შეტევა განახორციელა ჩვენი რეგიონის ზმიევსკის რაიონის სოფელზე. წინასწარ ცნობილია, რომ არის ხუთი დაშავებული“, - იუწყება მელნიკი.