უკრაინული მედიის ინფორმაციით, 31 მარტის ღამეს უკრაინის ძალებმა მტრის მიერ გაშვებული 9 „შაჰედი“ და 9 ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს.
"რუსმა ოკუპანტებმა უკრაინას შეუტიეს 14 Kh-101/Kh-555 ტიპის ფრთოსანი რაკეტებით, ისკანდერ-მ ბალისტიკური რაკეტითა და KAR Kh-59-ით. ასევე, 11 შაჰედის ტიპის დრონით. საჰაერო ბრძოლის შედეგად, განადგურდა 18 სამიზნე: 9 Kh-101/Kh-555 ტიპის frTosani რაკეტა და 9 მოიერიშე უპილოტო საფრენი აპარატი," - ნათქვამია უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებაში.
უწყების ცნობით, თავდასხმის მოგერიებაში მონაწილეობდნენ საჰაერო ძალების დანაყოფები და გამანადგურებელი თვითმფრინავები. ასევე, მობილური სახანძრო ჯგუფები და უკრაინის თავდაცვის ძალების ელექტრონული საბრძოლო აღჭურვილობა.