უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინა ვერ შეძლებს რუსეთის დამარცხებას ამერიკის დახმარების გარეშე.
ზელენსკის ჰკითხეს, წააგებს თუ არა ომს უკრაინა აშშ-ის დახმარების გარეშე.
"მართალია, ჩვენ წავაგებთ. არა ერთ დღეში, რა თქმა უნდა. დავკარგავთ ჩვენს ზოგიერთ ტერიტორიას... ჩვენთვის ეს იქნება დიდი გამოწვევა, როგორ დავიბრუნებთ შემდეგ ამ ყველაფერს. ჩვენთვის ეს დიდი მსხვერპლია.
ტერიტორიების დაბრუნება ნიშნავს ხალხის დაკარგვას. ხალხი, სიმართლე გითხრათ, უფრო მნიშვნელოვანია, მაგრამ ვიცით, რომ პუტინს ჩვენი სრული განადგურება სურს.
მისი ყველა გზავნილი მიუთითებს იმაზე, რომ ის არ ცნობს უკრაინას, უკრაინელებს; არ აღიარებს ჩვენს არსებობას. მისთვის ჩვენ ვართ რუსეთის ფედერაციის სატელიტი. დღეს ჩვენ, შემდეგ ყაზახეთი, შემდეგ ბალტიის ქვეყნები, შემდეგ პოლონეთი. მერე გერმანია, გერმანიის ნახევარი მაინც. ის დაბრუნდება, არ აპატიებს იმ 80-იანებს და მერე 90-იანებს.
არ არის საჭირო მისთვის აზრის შეცვლა. საჭიროა მისი შეცვლა, ჩვენ ის უნდა შევცვალოთ, - განაცხადა ზელენსკიმ.
ასევე, ზელენსკის თქმით, უკრაინას ნამდვილად სჭირდება ამერიკული საჰაერო თავდაცვა. მან აღნიშნა, რომ ახლა ყველა საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელიც უკრაინას აქვს, ევროპიდან არის ჩატანილი.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს აქვს Patriot-ის სისტემები და 5-7 ასეთი სისტემა დაიცავს უკრაინის ინდუსტრიულ პლატფორმებს.