ნიუ-იორკის სააპელაციო სასამართლომ, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტს და ამჟამად პრეზიდენტობის კანდიდატს, დონალდ ტრამპს, სამოქალაქო თაღლითობის საქმეზე დაწესებული ჯარიმა 454 მილიონიდან 175 მილიონ დოლარამდე შეუმცირა.
ტრამპს 10 დღის განმავლობაში 175 მილიონი დოლარის ნაღდი ფულის ან ამ ღირებულების ობლიგაციების წარდგენა მოუწევს.
„მე დიდ პატივს ვცემ სააპელაციო განყოფილების გადაწყვეტილებას და ძალიან სწრაფად წარვადგენ 175 მილიონ დოლარს ნაღდ ფულში, ობლიგაციებით ან ფასიანი ქაღალდებით ან რაც საჭიროა“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს ნიუ-იორკის სასამართლოში.
ნიუ-იორკის პროკურატურა ტრამპს თაღლითობაში, დოკუმენტების გაყალბებასა და ცრუ ფინანსური ანგარიშების შედგენაში სდებდა ბრალს.