მხოლოდ “ახალზე“ ლაპარაკობს სახელისუფლებო მედიაც და ხელისუფლებაც, ეს კარგია და მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ "ახალი" არის მძიმეწონიანი მოთამაშე, - ამის შესახებ პარტია „ახალის“ დამფუძნებელმა ნიკა გვარამიან განაცხადა.
"როგორ უნდა ვუპასუხო ტყუილს, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ მსგავსი საკითხები აქ არც იხილება, ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში საერთოდ რელევანტური არ არის ეს საკითხი, პრემიერმინისტრობის კანდიდატი ვინ იქნება, როგორ იქნება, საერთოდ მე და მელია შეიძლება არც ერთი არ ვიყო, ეს არც იხილება აქ, არავითარი ამგვარი საკითხების დრო არ დამდგარა. გასაგებია, რომ ეს "ქართულ ოცნებას" ასე ესმის, იმიტომ, რომ თვითონ მხოლოდ თანამდებობების დანაწილებისთვის იბრძვიან და ეს თანამდებობებიც იმიტომ უნდათ, რომ საქმე კი არ გააკეთონ, არამედ ფული გააკეთონ, გასაგებია ამ ხალხის პოზიციები და ნაკლებად საინტერესო.
ზოგადად აქტუალიზაცია მოხდა "ახალის" თემის და მხოლოდ ამაზე ლაპარაკობს სახელისუფლებო მედიაც და ხელისუფლებაც და ეს კარგია, ეს მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ "ახალი" არის მძიმეწონიანი მოთამაშე, მიუხედავად იმისა, რომ ახალია ძალიან მძიმეწონიანი მოთამაშეა, კარგია მეგობრებო, ილაპარაკეთ სულ ჩვენზე, ჩვენ ეს გვაწყობს.
საქართველოში ომი არ იქნება, პირველი, და ახალი პარტია ამის გარანტიაა, რომელიც ხელისუფლებაში მოვა, და პირდაპირ შემიძლია ვთქვა, "ქართული ოცნება" ვერავის ვერ გაასამართლებს, მაქსიმუმ თვითონ აღმოჩნდეს განსასჯელთა სკამზე ზოგიერთი მათგანი, ამიტომ, დაანებონ თავი წარსულში ჩხრეკას და თუ რამის გაკეთება შეუძლიათ ერთი სანტიმეტრით წინ მაინც წარიონ ეს ქვეყანა ევროპისკენ, თუ უნდათ რა თქმა უნდა, ევროინტეგრაცია და არა რუსეთი, დანარჩენს მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის", - თქვა ნიკა გვარამიამ.
დღეს პრემიერ-მინსიტრმა ირაკლი კოაბხიძემ განაცხადა: "როდესაც 1%-იანი, თუ 2%-იანი პარტიის ორი ლიდერი ერთმანეთში ვერ იყოფს პრემიერის თანამდებობას ეს არის რა თქმა უნდა ღიმილისმომგვრელი. მათი საქმეა ეს ყველაფერი. ყველამ იცის, რომ ამ პოლიტიკურ სუბიექტს ბარიერის გადალახვის შანსი არ აქვს, შესაბამისად, მათი შიდა კინკლაობა, მგონი, არავისთვის არ არის საინტერესო"