ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის ქვეყნებს, გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების უკრაინის მხარდასაჭერად გამოყენება შესთავაზა.
ამის შესახებ ბორელი სოციალურ ქსელ X-ში წერს.
ბორელი იმედოვნებს, რომ შესაბამის ინიციატივას საბჭო სწრაფად დაამტკიცებს.
„დღეს მე წარვუდგინე საბჭოს უმაღლესი წარმომადგენლის შეთავაზება, რუსული გაყინული აქტივებიდან შემოსავალი გამოყენებულ იქნას უკრაინის მხარდასაჭერად გამარჯვებისთვის ბრძოლაში. 90%-ის სახსრების გამოყოფა ევროპის მშვიდობის ფონდისა და 10%-ის ევროკავშირის ბიუჯეტის გავლით მოხდება. მოუთმენლად ველოდები საბჭოს მიერ მის სწრაფ დამტკიცებას. ეს იქნება ევროკავშირის ერთიანობის და უკრაინისა და მისი ხალხის მხარდაჭერის დემონსტრირება“, – წერს ბორელი.