„სხდომაზე გამომსვლელი ოპოზიციონერები სოციალურ საკითხებზე გადაერთნენ, მიგრაციასა და ფასებზე დაიწყეს საუბარი. ძალას, რომელიც შემიძლია ნაციონალისტურ- სოციალისტურ-ფაშისტურ პარტიას შევადარო, როდესაც ახალგაზრდების მიგრაციაზე საუბრობს, მინდა ვკითხო: გირგვლიანი გაუგიათ? რობაქიძე გაუგიათ? ასობით ახალგაზრდა რომ ჩაცხრილეს ქუჩაში იციან? 350 ათასი პრობაციონერი ჰყავდათ და 30 ათასი პატიმარი, რომელთაგან უმრავლესობა ახალგაზრდები იყვნენ. ამათთან როგორ შეიძლება მორალზე საუბარი?!“ - განაცხადა პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა პლენარულ სხდომაზე.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფნა პოლიტიკურ სივრცეში არ შეიძლება და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ამ პარტიის გასამართლება მოხდეს.
„ ლგბტ თემაზე გეკითხებით და ზეთის ფასებზე გველაპარაკებით. რომ გამოეყავით „ნაციონალებს“ გგონიათ აირიდებთ პასუხისმგებლობას? ვერ აირიდებთ იმ პასუხისმგებლობას რაც ჩაიდინეთ. გასამართლება აუცილებლად მოხდება და ამას ბოლომდე მივიყვანთ“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.