კახი კალაძე თბილისელებს დაპირდა, რომ სერვისი გაუმჯობესდებოდა, გაუძვირა ტრანსპორტის ღირებულება და ჩვენ ვხედავთ ავლაბრის და ვარკეთილის მეტროსადგურებს, სადაც მუდმივად ვიღებთ ინფორმაციას, რომ რეაბილიტაციის დასრულების ვადამ გადაიწია“, -ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის კორუფციული ინტერესების მკაფიო მაგალითი.
კახი კალაძე თბილისელებს დაპირდა, რომ სერვისი გაუმჯობესდებოდა, გაუძვირა ტრანსპორტის ღირებულება და ჩვენ ვხედავთ ავლაბრის და ვარკეთილის მეტროსადგურებს, სადაც მუდმივად ვიღებთ ინფორმაციას, რომ რეაბილიტაციის დასრულების ვადამ გადაიწია. ეს არის კიდევ ერთი მკაფიო მაგალითი იმის, რომ კორუფციული ინტერესებია „ქართული ოცნების“ შემომწირველი კომპანიები, რომლებიც არიან ფავორიტები, იგებენ ტენდერებს, არ ასრულებენ სამუშაოებს და ეს სისტემური ხასიათის პრობლემად იქცა თბილისელებისთვის. მეტროსადგურებში არის ხარაჩოები და იქ გადაადგილება ჩვენი თანამოქალაქეებისთვის რამდენად არის უსაფრთხო ამას სჭირდება შესწავლა. თუ ვინმეს ცხოვრება გაუმჯობესდა ამ ქვეყანაში, ეს არის კალაძე და მისი დაჯგუფება. ჩვენ ვხედავთ გაძვირებულ ტრანსპორტს, რომელიც არ ასახავს იმ სერვისს, რომელიც უნდა იყოს კომფორტული თბილისელებისთვის.
ბადა კონსტრაქშენი არის თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ფავორიტი კომპანია, რომელიც მუდმივად იგებს ტენდერებს, შემდეგ ვადებში არ ასრულებს. პრობლემა არის ხარისხი, სხვადასხვა ჩამორჩენა, თუმცა მაინც ამ კომპანიას უფორმებს ხელშეკრულებას თბილისის მერია და თბილისის სატრანსპორტო კომპანია. რატომ? იმიტომ, რომ ესენი არიან „ქართული ოცნების“ შემომწირველები და ეს არის მათი საარჩევნო სქემა - თუ შესწირავ „ქართულ ოცნებას“ ფულს, მაშინ ყველანაირი პასუხისმგებლობისგან ხარ თავისუფალი.“ - განაცხადა ლაშა ფარულავამ.