30 დეკემბერს, "შერატონ მეტეხი პალასი" გაიმართება " Georgian Fashion Company "-ის მეორე საქველმოქმედო აქცია "არავითარი შეზღუდვა მომავალს".
როგორც ღონისძიების ორგანოზატორებმა სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადეს, რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დაზარალებულ ბავშვებს შობა-ახალწელს " Gეორგიან Fასჰიონ ჩომპანყ " და მისი მეგობარი ორგანიზაციები მიულოცავენ.
აქციაში მონაწილეობას დროებით გადაადგილებული ბავშვები და ცნობილი ადამიანების შვილებიც მიიღებენ.
Georgian Fashion Company "ბასტი-ბუბუ", "მოდის სახლი ლაურა" "ფონდი ხელოვანები თანადგომისთვის" და "სამხატვრო აკადემია" სოციალურად დაუცველ ბავშვებს საახალწლო კაბებსა და სხვა საზეიმო ნივთებს უსახსოვრებენ.
პროექტის მხარდამჭერია საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.