ოდესაზე რუსეთის სარაკეტო იერიშის მსხვერპლთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა, დაშავებულია 73 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურორი ანდრეი კოსტინი ავრცელებს.
დაღუპულთა შორის მედდა და მაშველია. ისინი აფეთქების შემდეგ სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობდნენ, როდესაც კიდევ ერთი დარტყმა განხორციელდა.
ოდესის ოლქის ადმინისტრაცის ხელმძღვანელის ოლეჰ კიპერის ცნობით, დაშავებულთა შორის საგანგებო სიტუაციების სამსახურის რვა თანამშრომელია
უკრაინის პროკურატურის ცნობით, სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაზიანებულია სახლები, ტექნიკური მომსახურების სადგური, გაზსადენი და ორი სახანძრო-სამაშველო მანქანა. უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, საოკუპაციო ძალებმა ოდესაზე „ისკანდერის“ ტიპის რაკეტებით მიიტანეს იერიში.
16 მარტი ოდესაში გლოვის დღედ გამოცხადდა.