24 ნოემბერს მოსკოვში მოკლული ედუარდ ღურწკაის საქართველოში დაგმოსვენებისა და დაკრძალვის ხარჯებს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო გაიღებს. აფხაზეთიდან დევნილი ედუარდ ღურწკაია მოსკოვის პოლიციამ ცემით მოკლა. მკვლელობაში ეჭვმიტანილი 3 პოლიციელი დაკავებულია. მკვლელობის მოტივი ამ ეტაპისთვის უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ პოლიციელები ნასვამები იყვნენ.
ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს და ჰპირდება, რომ რომ გარდაცვლილის გადმოსვენებასთან დაკავშირებით პრობლემები არ შეექმნებათ.