აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი გერმანიაში გაემგზავრება, სადაც უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მიიღებს მონაწილოებას. ამის შესახებ პენტაგონის სპიერკის მოადგილემ საბრინა სინგჰმა განაცხადა.
შეხვედა მომავალ კვირაში გაიმართება.
„ორშაბათს, თავდაცვის მდივანი ოსტინი გაემგზავრება გერმანიაში, სადაც ის და გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარე გენერალი ჩარლზ ბრაუნი გამართავენ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მე-20 შეხვედრას რამშტეინის ავიაბაზაზე“, - განაცხადა სინგჰმა.
სინგჰმა აღნიშნა, რომ შეხვედრას 50-მდე ქვეყნის თავდაცვის მინისტრები და უმაღლესი სამხედრო ლიდერები დაესწრებიან. შეხვედრის მონაწილეები განიხილავენ უკრაინაში ომის გაგრძელებასა და უკრაინელი ხალხის შემდგომ მხარდაჭერას.