ღობის არარსებობას აქვს მეტი პლუსი, ვიდრე მინუსი, და ეს გახდა სწორედ ჩემი გადაწყვეტილების საფუძველი, ვიზუალურადაც არაჩვეულებრივად გამოიყურება, - ამის საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ კანცელარიასთან ღობის დემონტაჟთან დაკავშირებით განაცხადა.
„იყო მთელი რიგი სპეკულაციები ამ თემასთან დაკავშირებით, ყველაფერს აქვს თავისი პლუს-მინუსები, ღობესაც აქვს თავისი პლუს- მინუსები და ღობის არარსებობასაც აქვს თავისი პლუს მინუსები. მე მქონდა კონსულტაციები, მათ შორის, ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებთან, ვიდრე ამ გადაწყვეტილებას მივიღებდი. საბოლოო ჯამში, მე მიმაჩნია, რომ ღობის არარსებობას აქვს მეტი პლუსი, ვიდრე მინუსი, და ეს გახდა სწორედ ჩემი გადაწყვეტილების საფუძველი, ვიზუალურადაც არაჩვეულებრივად გამოიყურება დღეს ის ეზო, რომელიც არის კანცელარიის წინ", - თქვა კობახიძემ.