თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარა მტკიცედ უჭერს მხარს დაჯგუფება ჰამასს.
"ვერავინ გვაიძულებს, რომ ჰამასი ტერორისტულ ორგანიზაციად მივიჩნიოთ. თურქეთი არის ქვეყანა, რომელიც ღიად ესაუბრება ჰამასის ლიდერებს და მტკიცედ უჭერს მხარს მათ", - თქვა მან სტამბოლში სიტყვით გამოსვლისას.
ერდოღანი ისრაელის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე კრიტიკოსია ღაზის ომის შემდეგ, რომელიც დაიწყო ისრაელზე ჰამასის თავდასხმის შემდეგ 2023 წლის 7 ოქტომბერს.
კერძოდ, თურქეთის პრეზიდენტმა ისრაელს არაერთხელ უწოდა "ტერორისტული სახელმწიფო" და დაადანაშაულა ღაზაში "გენოციდში".
დიდი ბრიტანეთი, აშშ და სხვა დასავლური ქვეყნები საჯაროდ უჭერენ მხარს პალესტინის სახელმწიფოს შექმნის იდეას ათწლეულების განმავლობაში პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის მოსაგვარებლად.
ასევე ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ ქვეყნის პარლამენტს პალესტინის სახელმწიფოს აღიარების წინადადებით მიმართავს.
თუმცა, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ უარყოფს ასეთ პერსპექტივას ჰამასთან მიმდინარე ომის დასრულების შემდეგაც.