ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ აპირებს ქვეყნის პარლამენტს პალესტინის სახელმწიფოს აღიარება შესთავაზოს.
"მე შევთავაზებ, რომ ესპანეთმა აღიაროს პალესტინის სახელმწიფო. ამას ვაკეთებ მორალური რწმენის გამო, სამართლიანი მიზნისთვის და იმიტომ, რომ ეს არის ერთადერთი გზა, რომ ორმა სახელმწიფომ, ისრაელმა და პალესტინამ, მშვიდობიანად იცხოვროს", - თქვა სანჩესმა.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, მისი პოზიცია ღაზის სექტორში კონფლიქტთან დაკავშირებით ბევრ რამეში ჰგავს უკრაინის მხარდაჭერას რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ესპანეთი ითხოვს „რუსეთსა და ისრაელისგან საერთაშორისო სამართლის პატივისცემას, ძალადობის შეწყვეტას, ორი სახელმწიფოს აღიარებას და ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას“.
დიდი ბრიტანეთი, აშშ და სხვა დასავლური ქვეყნები საჯაროდ უჭერენ მხარს პალესტინის სახელმწიფოს შექმნის იდეას ათწლეულების განმავლობაში არაბ-ისრაელის კონფლიქტის მოსაგვარებლად.
თუმცა, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ უარყოფს ასეთ პერსპექტივას ჰამასთან მიმდინარე ომის დასრულების შემდეგაც.