ბუქარესტში ევროპის სახალხო პარტიის კონგრესმა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ერთხმად მიანიჭა ევროპის სახალხო პარტიის ასოცირებული წევრის სტატუსი და ხმის უფლება, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცახდებაში, რომელიც მხარადმჭერებს მისმა წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ გააცნო.
„ვულოცავ თანაპარტიელებს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ევროპის ყველაზე დიდ პოლიტიკურ გაერთიანებაში, ევროპის სახალხო პარტიაში ხმის უფლების მოპოვებას. 5-7 მარტს ბუქარესტში ევროპის სახალხო პარტიის კონგრესმა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ერთხმად მიანიჭა ევროპის სახალხო პარტიის ასოცირებული წევრის სტატუსი და ხმის უფლება. ევროპის სახალხო პარტია არის ევროპის მემარჯვენე ცენტრისტული, ქრისტიანულ-დემოკრატიული პოლიტიკური გაერთიანება. მისი წევრები არიან ევროპის 44 ქვეყნის 84 პარტია. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ EPP-ის დამკვირვებელი წევრი 2007 წლიდან იყო. ჩვენ, „ნაციონალური მოძრაობა“ პირველი ქართველები ვართ, ვისაც საქართველოდან ევროპულ გადაწყვეტილებებზე ხმის მიცემა შეგვიძლია. ბუქარესტში კონგრესმა დაამტკიცა ევროპარლამენტის მომავალ არჩევნებში ევროპის სახალხო პარტიის მანიფესტი და ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე კვლავ მოქმედი პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის კანდიდატურა წამოაყენა. პატიმრობის მიუხედავად მე კვლავ მივიღე ოფიციალური მოწვევა დავსწრებოდი კონგრესს. ჩემი მიმართვა კონგრესის ათასობით დელეგატის წინაშე გიორგი ბარამიძემ წაიკითხა.“ - ნათქვამია მიხელ სააკაშვილის განცხადებაში.