შვედეთი ნატო-ს 32-ე წევრი ოფიციალურად გახდა. შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პროტოკოლი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. დოკუმენტი 2024 წლის 7 მარტიდან შევიდა ძალაში.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ცერემონიაზე სკანდინავიის ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს გადასცა დოკუმენტები შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების შესახებ. ამასთან, ულფ კრისტენსონი, კონგრესში პრეზიდენტ ბაიდენის სიტყვით გამოსვლას დაესწრება.
შვედეთმა და ფინეთმა ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მიიღო.
26 თებერვალს უნგრეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა შვედეთის ნატო-ს განაცხადს.
5 მარტს უნგრეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ნატო-ში შვედეთის განაცხადს.
უნგრეთი ნატო-ს წევრი ქვეყნებიდან ბოლო იყო, რომელმაც შვედეთის განაცხადი დაამტკიცა.