სასაზღვრო პოლიციის სააგამოძიებო-ოპერატიული სამსახურის და შავი ზღვის დაცვის კონვენციური ინსპექციის ფოთის განყოფილების თანამშრომლებმა ფოთის ნავმისადგომთან კამბოჯის დროშის ქვეშ მცურავი გემი დააკავეს.
სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, მშრალტვირტმზიდი "TEK MEHMET-ი" ზღვის დაბინძურების ფაქტზე იქნა დაკავებული.
გემზე ეკიპაჟის ათი წევრი იმყოფება. ათივე თურქეთის მოქალაქეა. მათ ჯარიმის სახით 67 ათასი ლარის გადახდა დაეკისრათ.