ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ თუ ღაზაში ისრაელი და ჰამასი ვერ მიაღწევენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას რამადანის დაწყებამდე (10-11 მარტი), შესაძლოა "ძალიან, ძალიან საშიში" ვითარება შეიქმნას.
ბაიდენმა დასძინა, რომ მხოლოდ ჰამასზეა დამოკიდებული, მიიღებს თუ არა წინადადებას ექვსკვირიანი ზავის შესახებ. ამასთან, ბაიდენმა გააფრთხილა ისრაელი, რომ არ ექნება გამართლებამის ქმედებას, თუ პალესტინის ტერიტორიაზე ჰუმანიტარული დახმარებას არ დაუშვებს.
”ახლა ყველაფერი „ჰამასის“ ხელშია. ისრაელის მხარე თანამშრომლობს, წინადადება (ცეცხლის შეწყვეტის შესახებ) რაციონალურია. რამდენიმე დღეში გავიგებთ. მაგრამ ჩვენ დაუყოვნებლივ გვჭირდება ცეცხლის შეწყვეტა“, - განუცხადა ბაიდენმა ჟურნალისტებს.
აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა რამადანის დაწყებამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ძალიან სახიფათო ვითარება განვითარდეს.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ბაიდენმა განაცხადა, რომ ღაზის სექტორისთვის აშშ-მა დაიწყო საჰაერო გზით ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება.
მან ასევე განაცხადა, რომ მოუწოდებს ისრაელს გაზარდოს ჰუმანიტარული დახმარების დაშვება სექტორის ტერიტორიაზე.
”მე მათთან ძალიან აქტიურად ვმუშაობ. ჩვენ მეტი დახმარება უნდა მივაწოდოთ ღაზას. არავითარი გამართლება (ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების შეზღუდვის) არ არსებობს“,- - თქვა ბაიდენმა.