არავითარი დაპირისპირება არ არსებობს, რაც შეეხება საკადრო გადაწყვეტილებებს, იცით, რომ საკადრო გადაწყვეტილებები მთავრობაში, თუნდაც დაბალ დონეზე მიიღებოდა პირველ რიგში პრემიერის მიერ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომელიც მასსა და ყოფილ პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს შორის შესაძლო დაპირისპირებას შეეხება.
კობახიძის თქმით, დაპირისპირება თუ სადმეა დაპირისპირება, ეს არის ოპოზიცია.
„რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, ხედავთ, რომ არის მინიმალური საკადრო ცვლილებები, რაც სწორედ იმაზე მიანიშნებს, რომ გუნდის შიგნით აბსოლუტურად ჯანსაღი ურთიერთობებია. ერთადერთი, სადაც არის დაპირისპირება, დაქსაქსულობა, ეს არის ოპოზიცია“, – განაცხადა კობახიძემ.