საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ჯანდაცვის მინისტრის გათავისუფლების გადაწყვეტილება მან მიიღო. მისი თქმით, იყო ხარვეზები კომუნიკაციის მხრივ.
"ზურა აზარაშვილმა ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა. მათ შორის, იმ მიმართულებით, რაზეც მან გაამახვილა ყურადღება. იყო გარკვეული ხარვეზები კომუნიკაციაში, თუმცა ეს ხარვეზები იყო არსებითი თავისი შინაარსით. აქედან გამომდინარე იქნა ჩემს მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მიღებული. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება ვერავითარ შემთხვევაში ვერ დაუკარგავს ზურა აზარაშვილს იმ დამსახურებას, რომელიც მას აქვს თავისი რამდენიმე წლიანი საქმიანობით," - ამბობს კობახიძე.
ამასთან, კობახიძის თქმით, ჯერჯერობით, არც პირადად და არც ირიბად, არცერთი ადამიანისთვის ჯანდაცვის მინისტრობა არ შეუთავაზებია. პრემიერის თქმით, კვირის ბოლომდე ყველა თანამდებობაზე შესაბამისი პირები დაინიშნებიან.