ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" არ იმჩნევს რსეთიდან მომდინარე საფრთხეს, რაც კრემლის ინტერესებს აძლიერებს საქართველოში.
აქუბარდია საქართველოსთან მიმართებით ამერიკელი პოლიტიკოსის, ლეონ პანეტას განცხადებებს იზიარებს და აღნიშნავს, რომ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების პირობებში ხელისუფლების მთავარ მიზანს გაერთიანება და ინსტიტუციების გაძლიერება უნდა წარმოადგენდეს.
მოცემულობაში ყველაზე მთავარი პრობლემა ის არის, რომ საქართველოს მთავრობა, "ქართული ოცნება" არ იმჩნევს იმ საფრთხეს, რაც რუსეთიდან მოდის და მოცემულობაში, როდესაც ერთიანი მიდგომა უნდა იყოს, თანხმობა უნდა იყოს მტერზე, გაძლიერება უნდა იყოს სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის, თავდაცვსიუნარიანობის, ამის საპირისპიროს ვხედავთ და კიდევ უფრო დაყოფას "ქართული ოცნების" მხრიდან, ვიდრეს ეს ოდესმე ყოფილა და ეს, რა თქმა უნდა, ირიბად კრემლის ინტერესებს ემსახურება და აძლიერებს საქართველოში, - განუცხადა თეონა აქუბარდიამ ტვ პირველს.
აშშ-ის თავდაცვის ყოფილმა მდივანმა და დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს ყოფილმა დირექტორმა, ლეონ პანეტამ განაცხადა: “კითხვაც კი არ მიჩნდება, რომ თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, შემდეგი სამიზნე საქართველო იქნება”.