“კითხვაც კი არ მიჩნდება, რომ თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, შემდეგი სამიზნე საქართველო იქნება” – ლეონ პანეტა, აშშ-ის თავდაცვის ყოფილი მდივანი და დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს ყოფილი დირექტორი, „ამერიკის ხმასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში, საქართველოს წინაშე არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებზე საუბრობს.
„ვფიქრობ ცხადია, თუ პუტინს არ შევაჩერებთ უკრაინაში, ის თავის აგრესიას გააგრძელებს არამხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ, არამედ ასევე ნატოს წევრი სხვა ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთს ესაზღვრება. ასე რომ, სრულიად მნიშვნელოვანია, შეერთებულმა შტატებმა სცადოს, იმუშაოს საქართველოსთან იმისთვის, რომ უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება“ - აცხადებს „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას პანეტა.
რა საფრთხეები ახლავს თან, ჩინეთთან საქართველოს მჭიდრო პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებს, პანეტა აცხადებს, რომ „[პეკინთან ურთიერთობაში], საქართველომ ცხადი უნდა გახადოს, რომ ის უნდა დარჩეს სუვერენულ ძალად, რომელიც თავად განსაზღვრავს საკუთარ ბედს და არ მისცემს ჩინეთს საშუალებას, განსაზღვროს, რა მოხდება მომავალში“.