რუსეთის მიერ „შაჰედით“ თავდასხმის შედეგად ოდესაში მდებარე სახლის ნანგრევების ქვეშ შესაძლოა, კიდევ 11 ადამიანი იყოს, მათ შორის ბავშვები. ამის შესახებ ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ კიპერმა განაცხადა.
„სამაშველო ოპერაცია წამითაც არ ჩერდება, ნანგრევების ქვეშ ამ დროისთვის შესაძლოა 11 ადამიანი იყოს მოყოლილი“, - თქვა მან.
კიპერის თქმით, მაშველები ფაქტობრივად აგურ-აგურ წმენდენ ტერიტორიას რუსული დრონით მიერ დანგრეული სახლის ნანგრევებისგან.
რუსეთმა ქალაქზე თავდასხმა გამთენიისას განახორციელა. დრონი ოდესაში საცხოვრებელ კორპუსს დაეჯახა, შედეგად სახლის ნაწილი ჩამოინგრა. დაიღუპა 4 ადამიანი, მათ შრის 3 წლის ბავშვი. მაშველებმა უკვე მოახერხეს ხუთი დაშავებულის ამოყვანა. 3 მარტი გლოვის დღედ გამოცხადდა.