უკრაინული მედიის ცნობით, ოდესაში, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაიდენობა ოთხამდე გაიზარდა. დაღუპულებს შორის არის სამი წლის ბავშვი.
3 მარტი ოდესაში გლოვის დღედ გამოაცხადეს.
შესაბამისი გადაწყვეტილება ოდესის ოლქის ადმინისტრაციამ რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმის გამო.
დაშავდა სულ მცირე რვა ადამიანი.
„3 წლის ბავშვი არაადამიანებმა მოკლეს ოდესაში. ამის დავიწყება შეუძლებელია! არ ვაპატიებთ“, - ნათქვამია ოდესის ოლქის ადმინისტრაციის განცხადებაში.
რუსეთმა ქალაქზე თავდასხმა გამთენიისას განახორციელა. დრონი ოდესაში საცხოვრებელ კორპუსს დაეჯახა, შედეგად სახლის ნაწილი ჩამოინგრა. მაშველები ამ დრომდე ეძებენ ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს. მათ უკვე მოახერხეს ხუთი დაშავებულის ამოყვანა.