მსოფლიო ლიდერების ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც მიმართული იქნება უკრაინის გაძლიერებაზე რუსული აგრესიის მოგერიებაში, კარგი იქნება მთელი მსოფლიოსთვის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „უკრაინა-სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის“ სამიტის შემაჯამაბელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მე არ ვყოფილვარ იმ სამიტზე {სადაც მაკრონმა გააჟღერა იდეა}, მან თქვა, რომ ისაუბრებდა ახალ იდეებზე, თუ როგორ უნდა გაძლიერდეს უკრაინა და გაუზიარებდა ინფორმაციას უკრაინაში ჩამოსვლისას. ეს უნდა იყოს მარტის შუა რიცხვებში. ...
თუ რაიმე ინიციატივა გააძლიერებს უკრაინას, ეს მთელი მსოფლიოსთვის კარგი იქნება “, – განაცხადა ზელენსკიმ.“.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მანამდე ჰქონდა კარგი შეხვედრა მაკრონთან, სადაც განიხილეს მრავალი ინიციატივა, თუ როგორ უნდა გაძლიერდეს უკრაინა ბრძოლის ველზე. ამავდროულად, მთავარი ფუნდამენტური ინიციატივა ამ დროისთვის არის პარტნიორებმა შეასრულონ წინა შეთანხმებები უკრაინისთვის იარაღის დროულად მიწოდებაზე.
„ჩვენ უნდა გადავრჩეთ, უკრაინისთვის გადარჩენა კი ძალიან კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებას ნიშნავს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ მე არ შემიძლია გაგიზიაროთ, მაგალითად, არტილერიის რაოდენობა, 155 მმ-იანი საბრძოლო მასალის რაოდენობა. .. ყველაფერი იქ არის, სადაც გვაქვს, არის შეთანხმებები და ხელშეკრულებები დახმარებისთვის, ყველაფერი დროულად უნდა მოვიდეს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
შეგხსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ პარიზში უკრაინის საკითხზე გამართულ კონფერენციაზე განიხილეს დასავლეთის ქვეყნების სახმელეთო ძალების უკრაინაში გაგზავნის შესაძლებლობა, მაგრამ კონფერეციის მონაწილეებმა ამ საკითხზე კონსენსუსს ვერ მიაღწიეს.