თეთრ სახლში კომენტარი გააკეთეს საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით უკრაინაში დასავლეთის ქვეყნების ჯარების გაგზავნის შესაძლებლობაზე.
„პრეზიდენტმა ბაიდენმა მკაფიოდ განცხადა, რომ შეერთებული შტატები არ გაგზავნის ჯარს უკრაინაში საბრძოლველად“, - ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესმდივანმა ედრიენ უოტსონმა განაცხადა. იუწყება Reuters
შეგხსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ პარიზში უკრაინის საკითხზე გამართულ კონფერენციაზე განიხილეს დასავლეთის ქვეყნების სახმელეთო ძალების უკრაინაში გაგზავნის შესაძლებლობა, მაგრამ კონფერეციის მონაწილეებმა ამ საკითხზე კონსენსუსს ვერ მიაღწიეს.
"ჩვენ ეს განვიხილეთ. ახლა არ არსებობს კონსენსუსი ჯარების გაგზავნაზე. მაგრამ მომავალში ამ საკითხზე არაფერია გამორიცხული. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ რუსეთმა არ მოიგოს ეს ომი," - განაცხადა მაკრონმა.
უკრაინაში ჯარების გაგზავნა არ გამორიცხა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა გაბრიელ ატალმაც.
მაკრონის განცხადების შემდეგ ჩეხეთმა, პოლონეთმა და შვედეთმა განაცხადეს, რომ უკრაინაში თავიანთი ჯარების გაგზავნის იდეას არ განიხილავენ.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ემანუელ მაკრონის განცხადების შემდეგ თქვა, რომ ნატო უკრაინაში ჯარის გაგზავნას არ გეგმავს.