საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის შემდეგ უკრაინაში ჯარების გაგზავნა პრემიერ-მინისტრმა გაბრიელ ატალმაც არ გამორიცხა.
მათ შორის თავდაცვის იარაღის, უკრაინაში გაგზავნის შესაძლებლობა.
„დღეს ჩვენ ვაგზავნით შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს ამ აგრესიის წინააღმდეგ უკრაინელების მხარდასაჭერად“, - განაცხადა ატალმა.
„არაფერის გამორიცხვა შეიძლება ომში, რომელიც მიმდინარეობს... ევროკავშირის კართან“, თქვა გაბრიელ ატალმა.
მისი თქმით, საფრანგეთი ვერ შეურიგდება იმის პერსპექტივას, რომ რაღაც მომენტში, შესაძლოა, რუსეთმა გაიმარჯვოს.
შეგახსენებთ, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ 26 თებერავლს, პარიზში უკრაინის საკითხზე გამართულ კონფერენციაზე განიხილეს დასავლეთის ქვეყნების სახმელეთო ძალების უკრაინაში გაგზავნის შესაძლებლობა, მაგრამ კონფერეციის მონაწილეებმა ამ საკითხზე კონსენსუსს ვერ მიაღწიეს.
"ჩვენ ეს განვიხილეთ. ახლა არ არსებობს კონსენსუსი ჯარების გაგზავნაზე. მაგრამ მომავალში ამ საკითხზე არაფერია გამორიცხული. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ რუსეთმა არ მოიგოს ეს ომი," - განაცხადა მაკრონმა.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ემანუელ მაკრონის განცხადების შემდეგ თქვა, რომ ნატო უკრაინაში ჯარის გაგზავნას არ გეგმავს.