დღეს, ქუთაისში, 15სთ-ზე, ფუნდამენტალურად განახლებული და სახეშეცვლილი ბალანჩივაძეების სახელობის "Music Hall"-ის პრეზენტაცია გაიმართება.
ქუთაისის "Music Hall"-ს სულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, მცხეთისა და თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის მიერ შექმნილი ნაწარმოებები გახნის.
პრეზენტაციას პატრიარქთან ერთად საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა დაესწრებიან.