ომის დასრულება და სამშვიდობო შეთანხმება აზერბაიჯანელების მიმართ ჩადენილი გენოციდის ავტორებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს.
სომხეთს საუკუნეების განმავლობაში აზერბაიჯანის მიმართ ტერიტორიებთან დაკავშირებული პრეტენზიები ჰქონია, ატარებდა ეთნიკური გაწმენდის პოლიტიკას, ტერორისტული და სხვა სისხლიანი დანაშაულებიც ჩაუდენია.
სომხეთის მიერ 1980 წლებში ერევანში მცხოვრები აზერბაიჯანელების მიმართ გატარებული ეთნიკური გაწმენდის პოლიტიკის შედეგად 250 ათასზე მეტმა ადამიანმა იძულებული გახდა და დატოვა თავისი მთელა ქონება, თავისი სამშობლო მოვიდა აზერბაიჯანში, ნაწილი კი საქართველოში. ახლა აზერბაიჯანსა და საქართველოში ასი ათასობით დასავლეთ აზერბაიჯანელი ცხოვრობს. არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, არც ერთი ქვეყანა, რომელიც თავის თავს დემოკრატიისა გარანტს უწოდებს, არ საუბრობს მათი უფლებების დაცვაზე. არ ითხოვს მათი თავიანთ სამშობლოში დაბრუნებაზე. ბუნებრივია ასეთი გულგრილი მიდგომა უფრო დიდ ტრაგედიებს იწვევდა. ვინაიდან დაუსჯელი დანაშაული უფრო დიდ პრობლემებს ქმნის.
ამის ნათელი მაგალითია სომხების მიერ აზერბაიჯანელების მიმართ ჩადენილი უფრო მძიმე დანაშაულები.
საერთაშორისო საზოგადოება, კერძოდ პროსომხური, რეგიონში სტაბილურობის, მშვიდობის მოწინააღმდეგე ძალების მხარდაჭერით სომხეთმა ხსენებული დეპორტაციის შემდეგ აზერბაიჯანის მიმართ სამხედრო ოპერაციები დაიწყო. 1980 წლების მიწურულიდან დაწყებული აგრესია 1990 წლის დასაწყისში უფრო გამწვავდა. სომხეთმა გარე ძალების დახმარებითა და პირდაპირი მონაწილეობით აზერბაიჯანის მიწების 20 პროცენტის ოკუპაცია მოახდინა. 1994 წელს საერთო ეროვნული ლიდერის, მსოფლიო მნიშვნელობის პოლიტიკური მოღვაწის -ჰეიდარ ალიევის დამსახურებით ცეცხლშეწყვეტა მოხერხდა. 30 წლის შემდეგ კი, 2020 წლის სექტემბერში პრაგმატული პოლიტიკოსის, ლიდერობისა და სარდლობის ყველა თვისების მქონე მთავარი სარდალის, პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ნებისყოფის შედეგად აზერბაიჯანმა 44 დღიანი სამამულო ომის შემდეგ თავისი მიწები ოკუპაციისგან გაათავისუფლა. სომხეთმა ხელი მოაწერა კაპიტულიაციის აქტზე. ზოგიერთი რაიონი ისე გათავისუფლდა, რომ ერთი ტყვიაც არ გამოყენებულა. 2023 წლის სექტემბერში კი ერთდღიანი ლოკალური ანტიტერორისტული ოპერაციების შედეგად აზერბაიჯანმა თავის მიწებზე სუვერენული უფლებები აღადგინა. ახლა სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
მაგრამ ომის დასრულებისა და სამშვიდობო შეთანხმების მიუხედავად, სომხეთის სამხედრო ძალების მიერ აზერბაიჯანის მიწებზე ჩადენილი სისხლიანი დანაშაულების კვალი არ გამქრალა. ამ დღეებში 32 -ე წელი სრულდება ხოჯალოში მომხდარი გენოციდის. 1992 წლის 25 თებერვლის ღამეს სომხეთის სამხედრო ძალებმა რუსეთის 366-ე ჯგუფის მონაწილეობით შემოჭრა ქალაქ ხოჯალოში. ხოჯალოს ადგილობრივი მოსახლეობის - აზერბაიჯანელი თურქების მიმართ გენოციდი ჩაიდინა.
ორგანიზებულად განხორციელებული ქმედებების შედეგად 613 ადამიანი დახოცეს, მათ შორის 63 ბავშვი, 106 ქალი, 70 ასაკოვანი იყო. 8 ოჯახი სრულიად განადგურდა, ოცდახუთმა ბავშვმა ორივე მშობელი, 130-მა ბავშვმა ერთი მშობელი დაკარგა. 487 ადამიანი, მათ შორის 76 ბავშვი დაიჭრა. 1275 მოქალაქე ტყვედ აიყვანეს, აქედან 150 ადამიანის, მათ შორის 68 ქალისა და 26 ბავშვის ბედი დღემდე გაუგებარია.
მაგრამ სომხების მიერ აზერბაიჯანელების მიმართ ჩადენილი გენოციდი ამით არ დასრულებულა.
ხოჯალოს გენოციდამდე ორი თვით ადრე სომხები ხოჯალოს სოფელ მეშელიში მოსახლეობას აწვალებდნენ.
1991 წლის 23 დეკემბერს სომხები ხოჯალოს რაიონის სოფელ მეშელიში შევიდნენ და განსაკუთრებული სისასტიკით მოიქცნენ მოსახლეობას. დაწვეს სახლები და სხვა შენობები. დახოცეს 28 ადამიანი, 14 დაჭრეს. სოფლის 358 მკვიდრი იძულებით გადაადგილდა, სოფელი კი განადგურდა.
2023 წლის 29 ივლისს ლაჩინის საზღვრის-გამშვებ პუნქტზე აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლების მიერ გენოციდის პირდაპირი მონაწილე ვაგიფ ხაჩატურიანი დაკავებულ იქნა. ამ პიროვნების შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 103-ე ( გენოციდი) და 107-ე (მოსახლეობის დეპორტაცია და იძულებით გადაადგილება ) მუხლებით ბრალდებულ პირად სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული.
1992 წლის 10 და 12 თებერვალს სომხების არაკანონიერი შეიარაღებული ძალების ქალაქი შუშის სოფელ მალიბეილიში, ქვემო გუშჩულარსა და ზემო გუშჩულარში შემოჭრების შედეგად 50-მდე მშვიდობიანი აზერბაიჯანელი დაიხოცა.
სომხური სამხედრო ძალები 1992 წლის 14 თებერვალს ხანქენდიში ყოფილი საბჭოთა ძალების 366-ე გუნდის ძალებისა და ტექნიკის დახმარებით ხოჯავენდის სოფელ გარადაღლიში შევიდნენ. სოფლის მოსახლეობა გმირულად იცავდა სოფელს, მაგრამ მიუხედავად ამისა 17 თებერვალს არათანაბარ ბრძოლებში სოფელი გარადაღლი დაეცა. ტყვედ აყვანილი 118 ადამიანიდან 101 სისასტიკით მოკლეს, აქედან 21 ასაკოვანი, 10 ქალი და 8 სკოლის მოსწავლე იყო.
აქედან უმრავლესობა განსაკუთრებული სისასტიკით იყო მოკლული. მაგალითად 3 ადამიანი დიზელის დასხმით დაწვეს, 2 ადამიანს კი თავი მოჭრეს.
1992 წლის 2 იანვარს ყარაბაღში შეიარაღებული ძალების ლიდერის სამველ ბაბაიანის ხელმძღვანელობით სომხები შემოვიდნენ ქერქიშჯაჰანში.
ქერქიჯაჰანი დამარცხდა და ამით აზერბაიჯანმა ხანქენდი და ზოგადად მთიან ყარაბაღში მნიშვნელოვანი პუნქტები დაკარგა. აქ მიმდინარე ბრძოლების დროს 34 აზერბაიჯანელი დაიღუპა, 150 კი დაიჭრა.
სომხებმა ჯემილლიში, ქოსალარსა და სხვა სოფლებშიც დახოცეს მშვიდობიანი მოსახლეობა.
როგორ შეიძლება ამ ყველაფრის დავიწყება?
ამ გენოციდების, ტერორისტული ქმედებების ჩამდენებმა აუცილებმა პასუხი უნდა აგონ საერთაშორისო სასამართლოს წინაშე და მიიღონ სათანადო სასჯელი. წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი ტრაგედიები გაგრძელდება, რის შედეგადაც არა მხოლოდ აზერბაიჯანელები და თურქები, არამედ სხვა ხალხების წარმომადგენლებიც გენოციდების, აგრესიის წინაშე დადგებიან.
ჩვენ უკვე დავინახეთ ეს ყველაფერი.
მეზობელ და მეგობარ საქართველოში მომხდარი ხოცვებიც ამის თქმის საფუძველს გვაძლევს.
ეს და სხვა დანაშაულებრივი ქმედებები საერთაშორისო უწყებების ანგარიშებზე და მედიაშიც ასახულია.
გაეროს, ევროპული საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ისლამური საკონფერენციო ორგანიზაციისა და კიდევ რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებსა და რეზოლუციებში, აშშ-ის კონკრესმენების, პაკისტანის, ისრაელის, თურქეთის, რუსეთის და სხვა ქვეყნების ცნობილი პოლიტიკოსების მოხსენებებზე, სომხების მიერ ხოჯალოში ჩადენილი ქმედებები გენოციდად მოხსენებულია და ისინი ხაზს უსვამენ დამნაშავეების დასჯის საჭიროებაზე.
ხოჯალოს გენოციდთან დაკავშირებით გაზეთებში “Washington Post”, “The New York Times”, “Boston Globe”, “Wall Street Journal”, “Sunday Times”, “ნეზავისიმაია გაზეთა” და “Chicago Tribune” , “Associated Press” საინფორმაციო სააგენტოში და პრესტიჟულ მედია ორგანოებში ვრცელი ინფორმაციაა გამოქვეყნებული.
ამ გამოქვეყნებულ ინფორმაციებში სომხეთის მიერ ხოჯალოში ჩადენილი ქმედებები დაუჭერებელ დანაშაულად და გენოციდის აქტად მოხსენებულია.
ამჟამად აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მიმართულებად ხოჯალოს გენოციდის საერთაშორისო მასშტაბით აღიარებაა.
ამისთვის, ასევე გენოციდის დამნაშავეების სასამართლოს წინაშე მოყვანისთვის არსებობს საერთაშორისო სამართლებრივი საფუძვლები.
გაეროს მთავარი ასამბლეის მიერ მიღებული 260 A (III)- ე რეზოლუციით მიღებული 1948 წლის 9 დეკემბრით დათარიღებული კონვენცია „გენოციდის დანაშაულის პრევენცია და სასჯელი“, ნიუნბერგის სამხედრო ტრიბუნალის წესდება, საერთაშორისო ტრიბუნალის იუგოსლავიასთან დაკავშირებული წესდება, საერთაშორისო ტრიბუნალის რუანდასთან დაკავშირებული წესდება, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სტატუსი ( მუხლი 6), აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის 1998 წლის 26 მარტის ბრძანება - „აზერბაიჯანელთა გენოციდის შესახებ“ ამ გენოციდის ავტორების უმკაცრესად დასჯის საფუძველს ქმნის.
საერთაშორისო სამართალმა გენოციდის დანაშაულთან დაკავშირებით განსაზღვრა, რომ გენოციდის ჩამდენ პირთა სისხლსამართლებრივი დევნა და დასჯა აუცილებელია. მათ მიმართ უნივერსალური იურისდიქციის პრინციპები უნდა იყოს გამოყენებული.
ამიტომაც დამნაშავეები უნდა დაისაჯონ სათანადოდ.
არც ომის დასრულება და არც სამშვიდობო შეთანხმება აზერბაიჯანელების მიმართ ჩადენილი გენოციდის ავტორებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს.
ისტორიულად ასეთი გენოციდების ავტორებმა შესაბამისად მიიღეს სასჯელი. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შექმნილი ნიურნბერგის სასამართლოს მსგავსი სასამართლო კიდევ უნდა შეიქმნას, რათა მსოფლიოში სამართლიანობა დამკვიდრდეს.
წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ამბობს: „თუ საერთაშორისო საზოგადოებას არ სურს სომხეთის ჩადენილი დანაშაულების გამო პასუხისმგებლობაში მიცემას - როგორც ეს ხოჯალოს გენოციდის შემთხვევაში ასეა - ჩვენ თვითონ მოვითხოვთ პასუხს. ჩვენ თვითონ დავსაჯავთ მათ და ჩვენი სასჯელი სამართლიანი იქნება. ისინი უმძიმეს სასჯელს იმსახურებიან. სომხეთის სამხედრო- პოლიტიკური ხელმძღვანელობაში დამნაშავეებია და ჩვენ ამ დამნაშავეებს დავსაჯავთ“.
ხათაი აზიზოვი
აზერტაჯ-ის სპეციალური კორესპონდენტი