ლონდონის მერი სადიკ ხანი გამოვიდა ინიციატივით, მოახდინონ რუსი ოლიგარქებისა და კორუმპირებული ჩინოვნიკების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების კონფისკაცია, გაყიდონ და სახლები ააშენონ დაბალი შემოსავლების მქონე ადამიანებისათვის, ასევე უკრაინელი ლტოლვილებისთვის.
გაერთიანებული სამეფოს სამშენებლო დეპარტამენტის მდივან მაიკლ გოუვისადმი ხანის მიერ გაგზავნილი წერილში აღნიშნულია, რომ 2022 წელს ლონდონში კორუფციასთან დაკავშირებული რუსების უძრავი ქონების ღირებულება საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Transparency International-ის მიერ შეფასდა 1,1 მილიარდ ფუნტად (1,4 მილიარდი დოლარი). ამ თანხით კი ოთხი ათასზე მეტი სახლის აშენება შეიძლება.
„მინისტრებმა სასწრაფოდ უნდა მიიღონ ზომები პუტინის თანამოაზრეების მიერ შეძენილი ქონების ჩამოსართმევად, რათა ჩვენ გამოვიყენოთ მიღებული შემოსავალი გაჭირვებულთა სასარგებლოდ“, - თქვა ხანმა.
ზოგიერთი რუსული აქტივი ინახება ნიუ იორკის ფედერალურ სარეზერვო ბანკში.
ხანის თქმით, სახლების ნაწილში, უკრაინელ ლტოლვილებს შეასახლებენ. მან ასევე მოუწოდა განახლდეს მთავრობის დახმარების პროგრამა უკრაინელი ლტოლვილების ოჯახებისთვის, რომელიც თებერვალში დაიხურა, რათა მათ ლეგალურად შეეძლოთ სამუშაო და სწავლის უფლების მქონე ნათესავებთან საცხოვრებლად გადასვლა.