დანიის მთავრობამ განაცხადა, რომ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს, რომლის ღირებულებაც 247,4 მილიონი დოლარი იქნებადა მოელის, რომ უკრაინას სასწრაფო დახმარებას. კიდევ მეტი ქვეყანა გაუწევს. ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. იუწყება Reuters
დანიის მიერ უკრაინისთვის გაწეული დახმარების ჯამური მოცულობა, აღნიშნული პაკეტის ჩათვლით, უკვე 4,8 მილიარდ დოლარს შეადგენს.
ფრედერიკსენმა ასევე მოუწოდა მოკავშირეებს გაზარდონ სამხედრო დახმარება უკრაინისთვის, რომელიც მამაცურად ებრძვის რუსეთის აგრესიას.
„ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ იმისათვის, რომ მან {უკრაინამ} ბრძოლის ველზე წარმატებას მიაღწიოს, დიდი მოცულობები {დახმარების} ახლავე უნდა მიიღოს. სწორედ ამ კონტექსტში ვაგრძელებთ შემდგომი წვლილის შეტანას იმ იმედით, რომ მეტი ქვეყანა იგივეს გააკეთებს არა ექვს ან 12 თვეში, არამედ ახლა, როცა საჭიროება ძალიან, ძალიან დიდია“, - განაცხადა მეტე ფრედერიკსენმა.