161-ე საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეს H1N1 ვირუსი აღმოაჩნდა. დაავადების გამოვლენის მიუხედავად სკოლაში სასწავლო პროცესი არ შეჩერებულა.
სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა განცხადებით, მოსწავლეთა დასწრება საკმაოდ მაღალია.
სკოლაში აცხადბენ, რომ ვირუსი მეოთხე კლასელ ბავშვს 20 ნოემბერს დაუდასტურდა, თუმცა ბავშვი მანამდე ერთი კვირის განმავლობაში სკოლაში არ დადიოდა.
მოსწავლეს ვირუსის მსუბუქი ფორმა აქვს და სტაციონარულ მკურნალობას არ საჭიროებს. სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები უკვე ჩატარებულია.