„გაერთიანებული ტელეკომი" ერთი კვირის განმავლობაში ასოციაცია „კათარზისის" სტუმრებს სადილით გაუმასპინძლდება. გიორგობის კვირეულში ყოველდღიურად 385 ადამიანი შეძლებს მიიღოს უფასო სადილი.
„გაერთიანებული ტელეკომი" მოხარულია, რომ მიეცა საშულება მონაწილეობა მიიღოს აღნიშნულ პროექტში. მცირეოდენი წვლილი შეიტანოს და დაეხმაროს სოციალურად დაუცველ პირებს. კომპანია აქტიურად მონაწილეობს სოციალურ აქციებში და თავადაც არის ინიციატორი რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტის.
კერძოდ, „გაერთიანებული ტელეკომის" 5600 სოციალურად დაუცველი აბონენტი სარგებლობს განსაკუთრებული შეღავათებით. სპეციალური ტარიფები მოქმედებს პირველი ჯგუფის ინვალიდებზე, უსინათლო ინვალიდებზე, მხოლოდ უმუშევარი პენსიონერებისგან შემდგარ ოჯახებზე, მარჩენალ დაკარგული ოჯახებზე, მარტოხელა პენსიონრებზე, მარტოხელა ბავშვობიდან ინვალიდებზე, რომლებსაც მარჩენალი არ გააჩნიათ და პირველი ჯგუფის უსინათლო ინვალიდებზე.