აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მიიჩნევს, რომ 17 თებერვალს უკრაინელი სამხედროები იძულებული გახდნენ ავდიივკადან გასულიყვნენ საბრძოლო მასალის ნაკლებობისა და მარაგების შემცირების გამო. მან აღნიშნა, რომ ეს მოხდა კონგრესის უმოქმედობის შედეგად და გამოიწვია რუსეთის პირველი შესამჩნევი წარმატებები რამდენიმე თვის განმავლობაში.
როგორც თეთრი სახლის განცხადებაშია აღნიშნული, ბაიდენმა შაბათს უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა, რათა ხაზი გაესვა შეერთებული შტატების ვალდებულებისთვის, გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა რუსეთის სასტიკი შემოჭრის ორი წლისთავის წინ.
სატელეფონო საუბარში მან ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელია კონგრესმა სასწრაფოდ მიიღოს კანონპროექტი უკრაინის ძალების მხარდასაჭერად ეროვნული უსაფრთხოების დამატებითი დაფინანსების უზრუნველსაყოფად.
პრეზიდენტმა ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ორპარტიული მხარდაჭერა აშშ-ის მთავრობაში და ამერიკელ ხალხში უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
შეგახსნებთ, 17 თებერვალს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავრასარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ ავდიივკიდან უკრაინული დანაყოფების გაყვანის შესახებ განაცხადა.