უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავრასარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ ავდიივკიდან უკრაინული დანაყოფების გაყვანის შესახებ განაცხადა.
„ოპერატიული მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელიც ავდიივკის გარშემო შეიქმნა, ალყაში მოქცევის საფრთხის თავიდან ასაცილებლად და სამხედროების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, მივიღეთ გადაწყვეტილება ქალაქიდან ჩვენი ქვედანაყოფების გაყვანის შესახებ, რათა გადავიდეთ უფრო ხესლაყრელ პოზიციებზე„ - განაცხადა სირსკიმ.
„ვიღებთ ზომებს ვითარების სტაბილიზაციისა და ჩვენი პოზიციების შესანარჩუნებლად... ავდიივკას მაინც დავიბრუნებთ“. - აღნიშნა სირკსიმ.
ამასთან, ოპერატიულ-სტრატეგიული ჯგუფის, „ტავრიის“ მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა ოლექსანდრ ტარნავსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა მიღებული ბრძანების შესაბამისად, ავდიივკა დატოვეს და წინასწარ მომზადებულ პოზიციებზე გადავიდნენ.