დღეს, 17:00 საათზე ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში ფესტივალ "საახალწლო მუსიკალური შეხვედრების" ფარგლებში ბორის ბერეზოვსკის კონცერტი გაიმართება.
XIII საერთაშორისო ფესტივალი („სა¬ახა¬ლ¬წ¬ლო მუსიკალური შეხვედრები") საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით 15-30 დეკემბერს ტარდება. „საახალწლო მუსიკალურ შეხვედრებზე" თავს მო¬იყ¬რიან სა¬ხელგანთქმული მუსიკოსები და საზღვარგარეთ მცხოვრები წარმა¬ტე¬ბუ¬¬ლი ქარ¬თველი შემსრულებელები.
ფესტივალი „სა¬ახა¬ლ¬წ¬ლო მუსიკალური შეხვედრები" დაარსდა 1997 წელს, კონსერვატორიის რექტორის, პროფ. მანანა დოიჯაშვილის ინიციატივით. იგი ყოველწლიურად იმართება კონსერვატორიის დიდ დარბაზში, დეკემბრის მეორე ნახევარში და ორი კვირა გრძელდება. 12 წლის მანძილზე „საახალწლო მუსიკალურ შეხვედრებში" მონაწილეობა მიიღო გია ყანჩელმა, დიმიტრი ბაშკიროვმა, ელენე ობრაზცოვამ, ალექსანდრე კორსანტიამ, ლიანა ისაკაძემ, ლევ მარკიზმა, ვლადიმერ სპოვაკოვმა, პაატა ბურჭულაძემ, იანო ალიბეგაშვილმა, ლიზა ლეონსკაიამ, ოლეგ მაიზენბერგმა, ჟერარ პულემ, ფრანსუა ლოლომ, ლეონიდ ჩიჟიკმა, ბილი კობემმა, სიმებიანმა კვარტეტმა „იზაი", ევროკავშირის კამერულმა ორკესტრმა და სხვ.
როგორ კულტურის სამინისტრო ირწმუნება, წლევანდელი ფესტივალი ტრადიციულად მრავალფეროვანია და ყველა გემოვნების მსმენელზეა გათვლილი; 6 კონცერტის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება საოპერო მუსიკა, კლასიკური გიტარა, საფორტეპიანო მუსიკა, ფოლკლორი; ქართველი მელომანები შეხვდებიან მსოფლიოში აღიარებულ ისეთ შემსრულებელებს როგორიცაა: ხატია ბუნიათიშვილი, ბორის ბერეზოვსკი, ალექსანდრე კორსანტია; ტრადიციულად ფესტივალზე ერ¬თი კონცერტი ეთმობა ფოლკლორს - ფესტივალს გახსნის ან¬სამბლი „ბასიანი"; ასევე გაიმართება კლასიკური გიტარის საღამო ანდრაშ ჩაკის მონაწილეობით; ერთი საღამო დაეთმობა პიანისტთა თბილისის V საერთაშორისო კონკურსის ლაურეატებს; საოპერო მუსიკის კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოში აღიარებული მეცო-სოპრანო დანიელა პინი, ტენორი იანგ იანგი, თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სიმფონიური ორკესტრი ჯანლუკა მარჩიანოს დირიჟორობით.