ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე ოფიციალური ვიზიტით სტრასბურგში გაემგზავრა. ვიზიტის მიზანია ევროპარლამენტის ახალი შემადგენლობის გაცნობა და ევროპარლამენტარებისათვის საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება.
გიორგი ბარამიძე სიტყვით გამოვა ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიის დელეგაციის საგანგებო სხდომაზე. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ევროპარლამენტის ვიცე-სპიკერებთან, პოლიტიკური ჯგუფების/ფრაქციების ხელმძღვანელებთან, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან.
შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდება რუსეთის აგრესიაზე, საქართველოს ტერიტორიების ოცუპაციაზე, ეთნიკურ წმენდაზე, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარებაში ევროკავშირის როლზე, ასევე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივებსა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე.