უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა თავდაცვის ძალებს შავი ზღვის აკვატორიაში რუსული გემების განადგურებისთვის. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
„მადლობა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, მადლობა დაზვერვის მღავარ სამმართველოს - 139-ე დეპარტამენტს! დღეს გაიზარდა მეტი უსაფრთხოება შავ ზღვაში და მეტი მოტივაცია ჩვენი ხალხისთვის. ეს არის მნიშვნელოვანი. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ გავწმენდთ შავ ზღვას რუსული ტერორისტული ობიექტებისგან“.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ 14 თებერვალს მან გამართა სპეციალური, ხანგრძლივი შეხვედრა ომის ერთ-ერთ საკვანძო საკითხზე, კერძოდ, უკრაინის შესაძლებლობებზე რუსულ დრონებთან დასაპირისპირებლად.
როგორც ცნობილია, უკრაინის ძალებმა დრონებით დარტყმის შედეგად შავ ზღვაში დიდი რუსული სადესანტო ხომალდი „ცეზარ კუნიკოვი“ ჩაძირეს. აღნიშნული ოპერაცია უკრაინის დაზვერვის მთავარმა სამმართველომ განახორციელა.