27 ნოემბერს, შუაევროპული დროით 17.00 საათზე, „საფრანგეთში მცხოვრებ ქართველ ლტოლვილთა სათვისტომოს" ინიციატივით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ერთდროულად გაიმართება საპროტესტო აქციები რუსეთის აგრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ კავკასიაში.
აქციის სლოგანია: „ყველა პუტინის წინააღმდეგ!"
აქციაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქართველი, ისე სხვა ეროვნების ადამიანები.
ხუთშაბათს, 26 ნოემბერს 3 საათზე, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, ბატონი იულონ გაგოშიძე ამ საკითხთან დაკავშირებით გამართავს პესკონფერენციას.
პარასკევს, 27 ნოემბერს, 1700 საათზე დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომლები მხარდაჭერას გამოუცხადებენ საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს.