უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები ზურაბ წიკლაური და გოჩა ჟვანია, სამხედრო პატივით დაკრძალეს.
37 წლის ზურაბ წიკლაური დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ თავწყაროში, გოჩა ჟვანია კი სენაკში, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს.
წიკლაური და ჟვანია უკრაინაში, აღმოსავლეთის ფრონტის ხაზზე, ჭურვის აფეთქებას ემსხვერპლნენ.
"ქართული ლეგიონის" მებრძოლები 2014 წლიდან იბრძოდნენ უკრაინაში. ამავე წლიდან ირიცხებოდნენ ლეგიონის რიგებში. ორივე მათგანი იყო 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე.
რუსეთის აგრესიას უკრაინაში უკვე 58 ქართველი მებრძოლი შეეწირა.