უკრაინული მედიის ინფორმაციით, გასულ ღამეს რუსი ოკუპანტები ხარკოვის ოლქს დრონებით თავს დაესხნენ, რის შედეგადაც ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურსა და საცხოვრებელ სახლებში ხანძარი გაჩნდა.
არსებული ინფორმაციით, დაიღუპა 7 ადამიანი, მათ შორის, 3 ბავშვი. განხორციელდა 50 ადამიანის ევაკუაცია.
ამასთან, უკრაინის საჰაერო ძალების განცახდებით, გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის წინააღმდეგ 31 დრონი გაუშვეს, უკრაინის თავდაცვის ძალებმა 23 დრონი გაანადგურეს.
რუსებმა დრონები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან და ანექსირებული ყირიმიდან გაუშვეს. მათი დარტყმების ძირითადი სამიზნე ოდესისა და ხარკოვის ოლქები იყო.