ხვალ, 29 დეკემბერს, თი-ბი-სი ბანკის საპრეზენტაციო დარბაზში გაიმართება დიდ ბრიტანეთში მცხოვრები ქართველი პოეტის ხათუნა შავგულიძის შემოქმედებითი საღამო და მისი მეორე კრებულის "ჩვენ დავბრუნდებით" პრეზენტაცია.
გაყიდული წიგნებით შემოსული თანხის 10% საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველთა თანადგომის საქველმოქმედო ჯგუფის საქმიანობას მოხმარდება.
ეს ხათუნა შავგულიძის პირველი შემოქმედებითი საღამოა საქართველოში, თუმცა ქართველი მკითხველი მას უკვე იცნობს კრებულით "ფიქრის რაშები".
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ხელისუფლების წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწენი, შემოქმედებით ჯგუფები.
ღონისძიება 29 დეკემბერს 18.00 თბს ბანკის საპრეზენტაციო დარბაზში გაიმართება.