ივანიშვილი და კეზერაშვილი ქოლცენტრებით ერთად ფულს აკეთებდნენ თბილისში - ამის შესახებ ნიკა მელიამ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
"იპარავენ ფულს, საიდანაც არის ეს შესაძლებელი, სახელმწიფო კომპანიებიდან იპარავენ, სახელმწიფო შესყიდვებიდან იპარავენ, სახელმწიფო ქონების განკარგვიდან იპარავენ, იქიდან იპარავენ, აქედან იპარავენ. ეს ფული რომ არ ყოფნით, ძვირფასო მეგობრებო, ეს ადამიანები ადგნენ და მოინდომეს კიდევ დამატებით ბევრი ფულის შოვნა, გახსნეს თბილისში, პრაქტიკულად ჰაბი ქოლცენტრების, საიდანაც იპარავენ და იპარავენ მილიონებს. ქართველ ერს რომ ვეღარ მოპარეს, იმიტომ რომ არა გვაქვს, მეტი, აქაურობა გადააქციეს ჰაბად, სხვადასხვა პლაცდარმები შექმნეს და პარავენ ახლა ევროპელებს...
აქაურობა არ ეყო ამ კაცს [ბიძინა ივანიშვილს]. როდესაც ვიცით ეს ადამიანი, ეს უბედურება და ტრაგიკული მოვლენა ივანიშვილის სახით სახელმწიფოსთვის, მაგრამ ამავე დროს, ვიცით, რომ მსოფლიოში ყველაზე გავლენიანმა მედიასაშუალებამ, რამდენიმე თვის წინ მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი გამოძიების მიერ მიწოდებული მასალებით ეჭვმიტანილად ცნო ადამიანი ქოლცენტრების ოპერირებაში, მაგრამ ბევრი, მათ შორის ოპოზიციიდან, ამაზე არ ვსაუბრობთ და ვსაუბრობთ მარტო ივანიშვილზე, არადა, ვიცი, რომ ივანიშვილი და კეზერაშვილი ქოლცენტრებით ერთად ფულს აკეთებდნენ თბილისში და მე არ ვამბობ ამას და არც მისი ძირმომპალი შოთაძე, ამას ამბობს ბიბისი-ს საგამოძიებო მასალები.. ამომრჩეველს ვეღარ მოატყუებ", - თქვა ნიკა მელიამ.