პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი კიცხავს ამერიკელ რესპუბლიკელ სენატორებს უკრაინის დახმარების კანონპროექტის ჩაგდების გამო.
"ძვირფაო, ამერიკელო რესპუბლიკელო სენატორებო, რონალდ რეიგანი, რომელიც მილიონობით ჩვენგანს დაეხმარა, რომ ჩვენი დამოუკიდებლობა და თავისუფლება დაგვებრუნებინა, დღეს საფლავში ტრიალებს. სირცხვილი თქვენ", - წერს ტუსკის სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, 7 თებერვალს გამართულ კენჭისყრაზე შეერთებული შტატების სენატში ჩავარდა ორპარტიული კანონპროეტი, რომელიც ითვალისწინებდა უკრაინისა და ისრაელის მხარდაჭერას და საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას.