საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებს ახალი წელი მიულოცა.
ქვეყნის პირველი პირის სახელით პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა დავით ტყეშელაშვილმა მედიის წარმომადგენლებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა და ავლაბრის სასახლე დაათვალიერებინა.
"გისურვებთ წარმატებას, ჯანმრთელობას და მშვიდობას იმ ქვეყანაში, რომელშიც ვცხოვრობთ", - პრეზიდენტის სახელით ჟურნალისტებთან ეს განცხადება მისმა პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ გააკეთა.