ჩვილთა საყოველთაო ნათლობის რეგისტრაცია დაიწყო
ჩვილთა მორიგი, მეთხუთმეტე საყოველთაო ნათლობის რეგისტრაცია დაიწყო.
პატრიარქის ნათლულობის მსურველებს განაცხადების შეტანა ფონდ "ლაზარეში" 29 იანვრის ჩათვლით შეეძლებათ.
რეგისტრაცია უკვე 150-მდე ჩვილმა გაიარა. უწმინდესს 6 ათას 700-ზე მეტი ნათლული ჰყავს და ისინი ჯვარდაწერილი მეუღლეების ოჯახში დაბადებული მესამე და მომდევნო შვილები არიან.
პატრიარქის ინიციატივით, ჩვილთა საყოველთაო ნათლობას საფუძველი 2008 წლის ნათლისღების დღესასწაულზე ჩაეყარა. რიგით მეთხუთმეტე საყოველთაო ნათლობა სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება. თარიღი ჯერჯერობით დადგენილი არ არის.