მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სასმელის, კოკა-კოლას შესახებ ინტერნეტში ბოლო დროს ახალი "დაზუსტებული" ინფორმაციები გამოჩნდა.
ინტერნეტრესურსები იუწყებიან, რომ აშშ-ის მრავალ შტატში საგზაო პოლიციას საპატრულო მანქანაში მუდმივად აქვს კოკა-კოლას ორი ბალონი, რათა ოპერატიულად შეძლონ ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ ტრასაზე დარჩენილი სისხლის გადარეცხვა.
ინტერნეტრესურსები თავიანთ მომხმარებლებს კოკა-კოლის გამოყენებასთან დაკავშირებით სხვა უამრავ "რჩევასაც" აძლევენ.
- დადეთ თეფშზე სტეიკი და დაასხით მას კოკაკოლა. ორი დღის შემდეგ თქვენს თეფშზე სტეიკს ვერ იპოვით.
- რათა გაწმინდოთ ტუალეტი, დაასხით ერთი ქილა კოკა-კოლა ნიჟარას და არ გარეცხოთ ის 1 საათის განმავლობაში. ლიმონმჟავა, რომელსაც შეიცავს კოლა, თქვენს ტუალეტს საუკეთესოდ გაწმენდს.
- იმისათვის, რომ მოაშოროთ ჟანგის ლაქები ავტომანქანის ქრომირებული ბამპერიდან, გაწმინდეთ ის ალუმინის ფოლგით, რომელიც კოკა-კოლაში იქნება დალბობილი.
- რათა მოაშოროთ კოროზია ავტომანქანის ბატარეებს, გაწმინდეთ ის კოკა-კოლით და კოროზია გაქრება.
- თუკი გსურთ ადვილად მოუშვათ დაჟანკული ჭანჭიკი, მოახვიეთ მას კოკა-კოლაში დალბობილი ნაჭერი, რამდენიმე წუთის შემდეგ ჭანჭიკი ადვილად მოიშვება.
- თუი თქვენს ტანსაცმელს ლაქები აქვს, დაასხით ლაქის ადგილას კოკა, შემდეგ დააყარეთ ზევიდან ნებისმიერი სარეცხი ფხვნილი და ცოტა ხნის შემდეგ გარეცხეთ სარეცხ მანქანაში.
- კოკა-კოლა საუკეთესო სამსახურს გაგიწევთ თქვენი ავტომანქანის მინების გაწმენდისას.
გავრცელებული ინფორმაციით კოკა-კოლის აქტიურ ინგრედიენტს ფოსფორმჟავა წარმოადგენს. მისი პH უდრის 2,8-ს და მას ოთხი დღის განმავლობაში შეუძლია სრულად დაშალოს თქვენი ფრჩხილები.
კოკა-კოლის კონცენტრანტის გადასატანად კომპანია სპეციალურ ავტომანქანებს იყენებს.
ინტერნეტრესურსები ასევე წერენ, რომ კოკას დისტრიბუტორები 20 წელზე მეტია, მას ავტომანქანების ძრავების გასარეცხად იყენებენ.